• სკოლა
    • მისია
    • ხედვა
    • ღირებულებები
  • სიახლეები
  • ხშირად დასმული კითხვები
  • რესურესები
  • კონტაქტი
ვისთვის არის განკუთვნილი სსიპ ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლა?

პ

სსიპ ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლა წარმოადგენს სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებას მძიმე და ღრმა ინტელექტუალური და/ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.

სკოლა ახორციელებს სადღეღამისო 24 საათიან პანსიონურ მომსახურებას. კერძოდ, თბილისში მცხოვრები მოსწავლეებისთვის დღის გახანგრძლივებული ჯგუფების სახით, ხოლო რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სადღეღამისო მომსახურებით.

სად მდებარეობს სკოლა?

პ

დაწესებულება მდებარეობს თბილისში, გლდანის რაიონში, ლ. კბილაშვილის ქ. N2ე

ტელ: 267 26 59

ელ. ფოსტა: [email protected]

რა ასაკის ბავშვები მიიღებიან პირველ კლასში?

პ

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

როგორ ხდება პირველკლასელთა რეგისტრაცია სკოლაში?

პ

რეგისტრაციის ეტაპებისა და კონკრეტული ვადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს  ვებგვერდზე.

განსაზღვრულ ვადაში ბავშვის მშობელმა განცხადებით უნდა მომართოს სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ხდება ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

  1. რა საბუთებია საჭირო მოსწავლის რეგისტრაციისთვის?
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;
  • ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;
  • მოსწავლის ფოტო 3×4 – 2 ცალი;
  • სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტის ამონაწერის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ნებართვის ასლი.
ბავშვს, რომელსაც არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან გამოტოვა კლასი როგორ ხდება მისი სკოლაში ჩარიცხვა?

პ

თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის საფუძველზე ამ პირს უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ზოგადი განათლების დაწყებით ან საბაზო საფეხურზე ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნით განსაზღვრულ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.

მსგავს შემთხვევაში, ბავშვის მშობელმა განცხადებით უნდა მომართოს სკოლას.

როგორ ხდება მოსწავლის გადმოყვანა (მობილობა) სსიპ ქალაქ თბილისის N200 საჯარო სკოლაში?

პ

ბავშვის მშობელმა განცხადებით უნდა მომართოს სკოლას.

რამდენი მოსწავლეა კლასში?

პ

კლასში მაქსიმუმ 10 მოსწავლეა.

რამდენ წლიანი და საფეხურიანი სწავლებაა?

პ

სწავლება არის ორ საფეხურიანი და ცხრაწლიანი:
1. დაწყებითი – I-VI კლასები;
2. საბაზო – VII-IX კლასები.

 

რას სთავაზობს სკოლის ინფრასტრუქტურა მოსწავლეებს?

პ

სკოლა სსსმ/შშმ მოსწავლეებისათვის წარმოადგენს უსაფრთხო, პიროვნულ და მენტალურ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. იგი არის კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, სასწავლო და სააღმზრდელო კორპუსები აღჭურვილია ლიფტით, პანდუსებით, სველ წერტილებში არის ადაპტირებული საპირფარეშოები და რეგულარული ცხელი წყალი. მოწყობილია მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები. კერძოდ, პანსიონის შენობაში თერაპიის და წრეობრივი მუშაობისათვის საჭირო ოთახები, რესურს ოთახი როგორც სკოლის, ისე პანსიონის შენობაში. აღნიშნული სივრცეები აღჭურვილია შესაბამისი რესურსებით და ადაპტირებული ინვენტარით. ფუნქციონირებს სამედიცინო ბლოკი და სხვა აუცილებელი სივრცეები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო და სააღმზრდელო გარემოს შესაქმნელად.

რომელ წრეებს და თერაპიებს სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს?

პ

პანსიონში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები და თერაპიები:

  • დრამთერაპია
  • არტთერაპია
  • ფსიქოლოგი
  • ენისა და მეტყველების სპეციალისტი
  • სამკურნალო ფიზკულტურა
  • ეკოლოგია
  • სახიობა
  • ძერწვის ხელოვნება
  • სწავლა თამაშით
  • სპორტი
  • ქცევის თერაპევტი
  • სოცთერაპევტი
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების კვებას?

პ

  • მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ხუთჯერადი კვებით. თბილისში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განსაზღვრულია სამჯერადი კვება, ხოლო რეგიონებში მცხოვრები  მოსწავლეებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 24 საათიანი პანსიონური მომსახურებით განსაზღვრულია ხუთჯერადი კვება.

  • დრო

    მოსწავლეები, რომლებიც სარგებლობენ 24 საათიანი პანსიონური მომსახურებით

    თბილისში მცხოვრები მოსწავლეები

    09:00 საათი

    საუზმე

    ✓

     

    11:40 საათი

    მეორე საუზმე

    ✓

    ✓

    15:00 საათი

    სადილი

    ✓

    ✓

    18:00 საათი

    წახემსება

    ✓

    ✓

    20:00 საათი

    ვახშამი

    ✓

     

სკოლას აქვს ტრანსპორტირების სერვისი?

პ

დიახ, სკოლა გთავაზობთ ტრანსპორტირების მომსახურებას.

როგორია მოსწავლის ერთი სასწავლო დღე?

პ

დაახლოებით 08:00 საათიდან იწყება თბილისში მცხოვრებ მოსწავლეთა ტრანსპორტირება სკოლაში. 09:30 საათიდან 14:00-15:00 საათამდე მოსწავლეებს უტარდებათ ძირითადი საგნები. 14:00-15:00 საათიდან 18:00 საათამდე მოსწავლეები იმყოფებიან პანსიონში, გახანგრძლივებულ ჯგუფებში, სადაც მუშაობა წარიმართება სააღმზრდელო პროგრამის შესაბამისად. ამის პარალელურად მოსწავლეები ჩართული არიან სხვადასხვა წრეობრივ თუ თერაპიულ მეცადინეობაში, რომელიც განსაზღვრულია მათი საჭიროებების, შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით. 18:00 საათზე კი ხდება თბილისში მცხოვრებ მოსწავლეთა სახლში ტრანსპორტირება.  

რა ღირს სწავლა, დამატებითი სერვისები ფასიანია?

პ

ტრანსპორტირების სერვისი, კვება, სასწავლო და სააღმზრდელო მომსახურება სრულიად უფასოა. ასევე, მოსწავლეები სკოლის მიერ არიან უზრუნველყოფილი ყველა საჭირო როგორც სასწავლო რესურსით, ისე ჰიგიენის საშუალებებით.

0322 67 26 59

[email protected]

№22 თიანეთის გზატკეცილი, თბილისი

© 2024 — ყველა უფლება დაცულია